დღეიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ზუგდიდში, ფოთში, შეწყვეტს ფუნქციონირებას - ალექსანდრე მოწერილია

29 მარტი 2020, 12:23 7394 ნახვა

დღეიდან  ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ზუგდიდში, ფოთში, მთლიანად შეწყვეტენ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერილიამ განაცხადა. მისი თქმით, სჯობს ახლა გამკაცრდეს ნორმები, ვიდრე ხვალ ან ზეგ უმართავი პროცესები მიიღონ. „შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომელთაც ჯანდაცვის ადგილობრივ ორგანიზაციასთან, პოლიციასთან ერთად და სამხედრო ძალის დახმარებით შეიქმნება ბლოკ-პოსტები ქალაქის შესასვლელ-გასასვლელებთან. ყველა ავტომობილში, სადაც იქნება სამ პირზე მეტი, აუცილებლად შეჩერდება. მანქანაში ყველა პირბადით უნდა ისხდეს.

რეკომენდაციებს მოქალაქეებს მოგვიანებით გავაცნობთ.იქნება ჯგუფები, რომლებიც მიხედავენ ქალაქში იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენს თხოვნას, მოთხოვნას და რეკომენდაციას ვერ აცნობიერებენ. ძალიან ბევრი მოქალაქე გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე დღეს მოძრაობს ქალაქში თუ სოფლად. საფრთხეები ძალიან დიდია, ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. აფხაზეთში ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში, ალბათ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთიდან გადმონაცვლება დასჭირდებათ. რა თქმა უნდა, მათ მივიღებთ.

შესაბამისად, მზად უნდა იყოს როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ყველაფერი გამართულად უნდა მუშაობდეს.მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდში მყოფი ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ვერ დავრჩებით იმის იმედად, რომ ყველა მისი გადაადგილება, რომელიც მას თურქეთიდან სახლამდე ჰქონდა, არის უსაფრთხო.მის ყველა კონტაქტს ჰქონდა კონტაქტი, მაქსიმალურად გვინდა მივიღოთ ის ზომები, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება“, - აცხადებს ალექსანდრე მოწერილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი