77 დაინფიცირებული გვყავს ამ ეტაპზე ქვეყანაში. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.გვყავს 10 გამოჯანმრთელებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
პაციენტებს პირველი ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, დღეს კი განმეორებით ტესტს ჩაუტარებენ. დღეს სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი კიდევ 4 პაციენტის პასუხს ელოდებიან. დადასტურებული შემთხვევა 6-ია.
თვითიზოლაციაში რჩება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, მას გერმანიაში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1800-ზე მეტი.