ბათუმში და ქუთაისში ვირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

25 მარტი 2020, 22:42 10236 ნახვა

"ორი ახალი შემთხვევა გვაქვს. ერთი ბათუმში დადასტურდა, მეორე კი ქუთაისში, მაგრამ ავადმყოფი ზუგდიდში იმყოფება" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ   საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

ინფიცირებულები ქვეყანაში სხვადასხვა დროს,  თურქეთიდან შემოვიდა, ახლა დაიწყო ეპიდკვლევა და ხვალ შუადღისას გვეცოდინება ამ ორი შემთხვევის წყარო ზუსტად“- განაცხადა გამყრელიძემ.

odishi.ge ინფორმაციით, ზუგდიდში მყოფი კაცი საავადმყოფოში გუშინ, 24 მარტს, გვიან ღამით  შეიყვანეს.  ანალიზები კი დღეს გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

მამაკაცი 20 მარტს თურქეთიდანაა  ჩამოსული, აქვს ტემპერატურა, ცხელება, ხველა. აქედან გამომდინარე ჩათვალა მედპერსონალმა საჭიროდ, რომ ანალიზები გაეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ეს ზუგდიდში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი