კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა 

25 მარტი 2020, 17:58 2542 ნახვა

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმი, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი 11 კოვიდ ინფიცირებულიდან 2 მდგომარეობა დამძიმდა.  

„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. 11 პაციენტი კი გვყავდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადავიყვანეთ რეანიმაციულში, იგი სუნთქვის უკმარისობის გამო მართვით სუნთქვაზეა. ანუ, ამ ეტაპზე გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, ათი კი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი