კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 67-ია, მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა, ყველაზე სახიფათო კლასტერად კი მარნეული იქცა სადაც რამდენიმე დღის წინ ინფიცირებული 62 წლის ქალის ოჯახში 4 პირს აღმოაჩნდა კორონავირუსი.
ვითარებიდან გამომდინარე სწრაფი ტესტირება პირველად სწორედ მარნეულში ჩატარდება. რაც შეეხება აჭარას აქ 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მეექვსე ინფიცირებული, რომელიც სასტუმრო ჰილტონში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სამშობლოში ავსტრიაში დაბრუნდა.