გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს

23 მარტი 2020, 09:18 1466 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან კონტაქტის გამო.  

ოფიციალური წყაროს თანახმად, მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელმა გამოაცხადა ადამიანებს შორის კონტაქტების შემზღუდავი საერთო ნაციონალური ზომების შესახებ, მას აცნობეს, რომ პარასკევს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან.

22 მარტის მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსით დაავადებულია 24 ათასამდე ადამიანი. 2 666 განიკურნა. 92 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში