ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები  ოკუპირებულ აფხაზეთში 

22 მარტი 2020, 18:17 1494 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აქტიური კამპანიისა და ხალხმრავალი შეკრებების ფონზე მიმდინარეობს, რამაც, შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე რისკები გაზარდოს.

მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის აფხაზეთში ვირუსის გავრცელების კუთხით კრიტიკული მდგომარეობა არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არსებობს. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაეხმაროს მოსახლეობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, რაც ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას, ჩართულობის გარკვეულ მცდელობებს და საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებულთა დიაგნოსტიკა-მკურნალობას მოიცავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი