საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კოვიდ-19 აქვს 54-ს მოქალაქეს. გაიზარდა კარანტინში მყოფ ადამიანთა რიცხვი და თითქმის 3000 შეადგინა.
ცნობილია, რომ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა. 2-ს მოგზაურობის ისტორია აქვს. აჭარაში 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 5 პაციენტის ანალიზის პასუხები კი დღეს გახდება ცნობილი.