ტვ პირველის ანგარიშს ინკასო დაედო - განცხადება ტელევიზიის ფბ გვერდზე

20 მარტი 2020, 18:26 2226 ნახვა

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით ტელევიზიის ანგარიშებს ინკასო დაედო. ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი წერს, რომ მაშინ როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ამის წარმოდგენა რთულია. 

"გაოგნებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის,  ბატონებო, ჩვენი და თქვენი მტერი კორონაა და არა თავისუფალი მედია!

გავიმეორებ : ხალხი აქ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, თქვენ კი ამ ჟურნალისტებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, მძღოლებს შემოსავლის გარეშე ტოვებთ" - წერს ვატო წერეთელი. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ტელეკომპანიის ანგარიშებს ინკასო დაედო. პირველ შემთხვევაში, ტელეკომპანიის დირექტორის, ინგა გრიგოლიას ინფორმაციით,  სახლემწიფოს მაუწყებელი 26 ათასის გადახდის გადავადებას 10 დღით სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო. კომპანიის ანგარიშებს ინკასო მაშინ მოეხსნა, როცა მათ დავალიანება დაფარეს

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი