TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები - ვატო წერეთელი

22 იანვარი 2020, 10:35 2167 ნახვა

TV პირველის მფლობელი, ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანიამ დავალაინება გადაიხადა და ინკასოც მოხსნილია. 

''ვიცით თავისუფლების ფასი'' - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიის მფლობელმა. ვატო წერეთელი ფინანსთა მინისტრს მიმართავს და სხვა არხებთან მიმართებაშიც პრონციპულობისკენ მოუწოდებს. 

''ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani ინკასო მოხსნილია. სესხით, არხისთვის მძიმე ტვირთით თუ როგორ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. გადავიხადეთ. ვიცით თავისუფლების ფასი. ერთი ადგილიც გვაქვს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ვალშიც არავისთან ვრჩებით. ბატონო მინისტრო, როგორც თქვენ ბრძანებთ ერთი ადგილია საჭირო. მოდით დავიწყოთ ჩელენჯი - TV პირველი იხდის გადასახადებს და ვიწვევ სახელისუფლებო არხებს, გადაიხადონ მილიონები. ველოდები მინისტრის პრინციპულობას, რომ ყველას ჩაარიცხინებს ხალხის კუთვნილ ფულს ბიუჯეტში. ბატონო მინისტრო - წამზომი ჩაირთო!'' - წერს ვატო წერეთელი. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიები, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ჰქონდათ 23 დეკემბერს გააფრთხილა და თანხის გადასახდელად ერთი დღე მისცა.

25 დეკემბერს კი „ტვ პირველის“, „კვაკასიის,“ „რუსთავი 2“-სა და კიდევ ერთი რეგიონული ტელევიზიის ანგარიშებს ინკასო დაედო. ეს იმას ნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტრო დავალიანებას მედიასაშუალებების ანგარიშებიდან ჩამოწერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში