მედინას სამედიცინო პერსონალმა კოლეგების მიმართ სოლიდარობა აპლოდისმენტებით გამოხატა

19 მარტი 2020, 10:01 2323 ნახვა
00:00
-00:39

„მადლიერების ტაში“ - აქცია ამ სახელწოდებით ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად, გაიმართა. საქართველოში ზუსტად 21:00 საათზე მოქალაქეებმა ექიმებისადმი მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს. მათ აივნებიდან ტაშით გაამხნევეს სამედიცინო პერსონალი, რომლებიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. 

„მადლიერების ტაშს“ კლინიკა მედინაც შეურთდა. სამედიცინო პერსონალმა კოლეგების მიმართ სოლიდარობა აპლოდისმენტებით გამოხატა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი