საგარეო უწყება 16 მარტის 10:00 საათამდე საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისების განრიგს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით ხვალამდე სულ 11 ავიარეისია გაუქმებული. შეზღუდვების დაწესება კორონავირუსთანაა კავშირში. გაუქმებულია შარჯა-თბილისი, ბაქო-თბილისი, ნურსულთანი-თბილისი, კუვეიტი-თბილისი, თელავივი-თბილისი სტამბოლი-თბილისი.
უწყების ინფორმაციით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში.