კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები და კერძო ორგანიზაციები სხვადასხვა სივრცეებში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო ბათუმის მერიამ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექცია.
მუნიციპალური ავტობუსები სპეციალური ხსნარით დღეში ორჯერ უნდა დამუშავდეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ქეთი კაცაძემ გაარკვია ითვალისწინებენ თუ არა რეკომენდაციებს ტრანსპორტის დეზინფექციაზე პასუხისმგებელი უწყებები და პირები.