კორონავირუსის ეკონომიკურ გავლენებზე ისაუბრეს მთავრობის და საბანკო სექტორის წარომადგენლებმა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად ერთობლივ ნაბიჯებს გადადგამენ პრემიერ-მინისტრი და კომერციული ბანკების ხელმძღვანელები.
აქცენტები გაკეთდა იმაზე, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ნეგატიური ეკონომიკური გავლენები. საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, მიმდინარე გადახდებში.