საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში მართავს შეხვედრებს, უკვე გაიმართა აუდიენცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლობასთან, ჩვენმა თანამშრომლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ ქრონოლოგიურად, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტიდან მოყოლებული დღემდე არსებული ვითარება მაუწყებელში. ამ წუთებში კი ისინი პარლამენტის წევრებს ხვდებიან.