საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. „ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევაა. როგორც იცით, დადასტურებული იყო 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა 1 პაციენტი. მეოთხე დადასტურებული შემთხვევის ჯგუფიდან არის ერთ-ერთი კონტაქტი. გრძელდება ამ ჯგუფთან კონტაქტში მყოფი ადამიანების კვლევა“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის შვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა, სავარაუდოდ სწორედ ის არის ინფიცირებული მეათე პაციენტი. ბათუმის ინფექციურ საავდმყოფოში დაკვირვების ქვეშ სამი პაციენტი რჩება, მათი ანალიზების შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ისინი იტალიაში მოგზაურობდნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ორი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კლინიკას თვითდინებით მიმართეს. მათ მცირედით ტემპერატურის მატება დაუფიქსირდათ.
ნინო ნიჟარაძის განმარტებით, მათ მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდათ კონტაქტი. იტალიიდან კი საქართველოში 26 თებერვალს დაბრუნდნენ.კიდევ ერთი პირი კი სარფის საბაჟოდან გადაიყვანეს. მას კონტროლის დროს ტემპერატურა 37.2 დაუფიქსირდა, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების რეკომენდაცია გაიცა. უახლოეს მონაცემებს 12-საათზე გაგაცნობთ.
შესწორება: სტატიის დაწერის დროს, ოფიციალურად ათი დადასტურებული შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა უახლოეს წუთებში კიდევ ორი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტია დაინფიცირებული