რატომ შექმნა ახალი შპს ქედის მერიამ არჩევნებამდე 8 თვით ადრე?

02 მარტი 2020, 20:45 2225 ნახვა

ქედის მერიის ინიციატივით, ქედის საკრებულომ ახალი შპს - ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი შექმნა. საიდან უნდა მიიღოს მომავალში შემოსავალი ახალმა შპს-მ, ჯერ ზუსტი პასუხი არ აქვთ მაგრამ იციან, რომ იქ ამ ეტაპზე 10-მდე ადამიანს დაასაქმებენ და ყოველთვიურად პირველი ექვსი თვე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 ათასამდე ლარით დააფინანსებენ. ასე, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, შპს-ს შექმნაში საეჭვო გარემოებებს ხედავს ოპოზიცია. ამბობენ, რომ ეს საარჩევნოდ უბრალოდ პარტიული აქტივის დასაქმებას ემსახურება. ამ ბრალდებას არ იზიარებს ქედის მერი. ლევან გორგილაძის თქმით სამსახური ტურისტული ობიექტების მოვლა-პატრონობასა და განვითარებაზე იზრუნებს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი