საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

28 თებერვალი 2020, 14:17 6535 ნახვა

საქართველოში კორონა ვირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა, ოფიციალური ბრიფინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ წუთებში მიმდინარეობს. მეორე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, იგი სამოგზაუროდ იტალიაში იმყოფებოდა.  იტალიიდან კი  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

მას ვირუსი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამოუვლინდა და კონკრეტულ ადამიანების ჯგუფებთან ჰქონდა შეხება. 

"ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ახალი შემთხვევები რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. გუშინ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსის ინფექციის. წყაროს წარმოადგენს იტალია, ანუ არის ისტორია იტალიაში მოგზაურობის. არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი,მიმდინარეობს ინტენსიურად კონტაქტების დადგენაც, ვისთან ჰქონდა შეხება მას. ის ჩრთილოეთ იტალიაში მოგზაურობდა ხუთი დღის განმავლობაში. ინფიცირებულს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მეორე დილასვე გამოუვლინდა სიმპტომები და მიმართა ექიმს. ერთი მისი უახლოესი ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა, მას ამ ეტაპზე კორონავირუსზე ტესტი უარყოფითი აქვს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი