საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს - ჯანდაცვის მინისტრი

27 თებერვალი 2020, 10:25 1579 ნახვა

კორონავირუსის ფაქტი დროულად აღმოვაჩინეთ, რამაც საშუალება მოგვცა კონტაქტები არ გავრცელებულიყო - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხე არ არსებობს. 

„ვადასტურებ, რომ 28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო ძალიან კოორდინირებულად მუშაობს. მადლობას ვუცხადებ ყველა ორგანოს, რომელიც ჩვენთან ასე ხარისხიანად და ეფექტურად თანამშრომლობს. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გუშინდელ დღემდე საქართველოში ​კორონავირუსის გავრცელების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა იყო დროულად აღმოჩენილი, რამაც მოგვცა საშუალება, რომ აღარ მომხდარა შემდგომი კონტაქტების გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. 

გუშინ ღამით ინფექციური საავადმყოფოდან საკარანტინო ზოლში გადაიყვანეს 13 ადამიანი, რომლებიც  ინფიცირებულები არ არიან. კლინიკაში ამ ეტაპზე 10 პირი იმყოფება.  5 იტალიიდან, ერთი იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია. 5 არის ირანიდან აქედან, ერთი ქართველია სხვა აზერბაიჯანელი'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში საკმარისი ადგილები არის, ასევე მომზადებულია საკარანტინო სივრცეები იმ ადამინების მოსათავსებლად, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, მაღალი რისკის ზონაში არსებულ ქვეყნებში მოგზაურობდნენ. 

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მობილიზებულია კლინიკები, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ჯანდაცვის სამინისტრო კი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. 

გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის მამაკაცი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ირანში იმყოფებოდა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი