საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამირან გამყრელიძე

26 თებერვალი 2020, 11:35 10885 ნახვა

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის. ინფორმაციას imedinews ავრცელებს.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება 4 ადამიანი - არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.​ კორონავირუსი გამოირიცხა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალგაზრდის შემთხვევაშიც. 

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ შეზღუდვები ამ ქვეყანასთანაც დაწესდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი