უხანის უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს უფასოდ სწავლას სთავაზობს

25 თებერვალი 2020, 18:49 4580 ნახვა

უხანის უნივერსიტეტი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, უცხოელ სტუდენტებს სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ანაზღაურდება, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის გადასახადიც. პროგრამის მიზანი, უცხოელი სტუდენტების მოზიდვაა. 

 ამავდროულად სტუდენტი უფასოდ განთავსდება საერთო საცხოვრებელში. აუნაზღაურდება მოგზაურობის ხარჯები და ექნება ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა.

 განცხადებების მიღების ბოლო ვადა 31 მარტია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოცხადდა და ქალაქი დღემდე ეპიდემიის ეპიცენტრად ითვლება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი, კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში