ქართული ნაციონალური პავილიონი ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე. ღონისძიებაზე რვა ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია. კომპანიებს წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული წარმოების თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი. წელს გამოფენაში მონაწილეობდა 55,000-ზე მეტი კომპანია 75-მდე ქვეყნიდან; გამოფენას 70,000-მდე ვიზიტორი დაესწრო.