მხარდაჭერა საპროტესტო აქციებს ევროპიდან

05 ოქტომბერი 2025, 11:53 218 ნახვა

თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ევროპარლამენტარები და მოლდოვის საგარეო უწყება გამოეხმაურა. მაია სანდუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ფიქრები ქართველ ხალხთანაა, რომელიც თავისუფლებისა და თავიანთი ევროპული მომავლისთვის დგას.

მოლდოვის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ  საქართველოს მოსახლეობას თბილისში ბოლო დროს მომხდარი ძალადობის ფონზე. განცხადებაში წერია, რომ ძალადობა ძირს უთხრის ევროპულ ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც საქართველო ცდილობს. სოციალურ ქსელში, მოვლენებს გამოეხმაურა  გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი რომელმაც დაწერა,  რომ ე.წ მთავრობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზით და ძალადობით ომს აწარმოებს. 

მან ევროპას ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ლიეტუვის პარლამენტის წევრის, ლაურინას კაშჩუნასის თქმით „სამშობლოს კავშირი-ლიეტუველი ქრისტიან-დემოკრატები“ ქართველებს გვერდში უდგანან, სანამ რუსული გავლენისგან არ გათავისუფლდებიან. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთი საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ლეგიტიმური,  დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების გვერდით დგას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე