საქართველოში მიმდინარე პროცესები საერთაშორისო მედიაში გაშუქდა. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მუნიციპალური არჩევნების დღეს გამართულ მასშტაბურ დემონსტრაციაზე, მომიტინგეთა ჯგუფმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადა და პოლიციამ ისინი წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
სააგენტო წერს, რომ საქართველოს პროდასავლური ოპოზიცია საპროტესტო აქციებს 2024 წლის ოქტომბრიდან მართავს, მას შემდეგ რაც „ქარტულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგო. „ბიბისი“ წერს, რომ მომიტინგეებმა თბილისში პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს.
ასევე წერია, რომ პროტესტი ადგილობრივი არჩევნების დღეს გაიმართა, რომელსაც ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტს უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებული რეპრესიების გამო. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა მუნიციპალიტეტში უმრავლესობა ხმების 80%-ზე მეტით მოიპოვა. სააგენტო „ალ ჯაზირა“ სტატიას აქვეყნებს სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქცია ძალადობრივ სახეს იძენდა, როდესაც სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
თბილისში მიმდინარე მოვლენა გაშუქდა CNN-ზეც. გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა იმ მომიტინგეების დასაშლელად, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლის შტურმი სცადეს, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, რომლებსაც ოპოზიციის მთავარი ბლოკები ბოიკოტს უცხადებდნენ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მასშტაბური დარბევის ფონზე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე