ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა

19 ოქტომბერი 2025, 14:12 75 ნახვა

ლუვრის მუზეუმში ძარცვა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კულტურის მინისტრი ადასტურებს. რაშიდა დატი სოციალურ ქსელში წერს,  რომ ძარცვა მუზეუმის გახსნის დროს მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა არის წაღებული მუზეუმიდან.

„დღეს დილით ლუვრის გახსნის დროს ძარცვა მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მე ადგილზე მუზეუმის პერსონალთან და პოლიციასთან ერთად ვარ. მიმდინარეობს გამოძიება“, – წერს საფრანგეთის კულტურის მინისტრი.

ოფიციალური განცხადება გავრცელდა ლუვრის მუზეუმის სოციალური ქსელშიც, სადაც აღნიშნულია, რომ მუზეუმი დღეს დახურული იქნება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში