ქობულეთის ნაწილს ხვალ დილიდან გაზმომარაგება შეუწყდება

18 თებერვალი 2020, 14:32 2524 ნახვა

ხვალ, 19 თებერვლის დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე  ქობულეთში კერძოდ, 9 აპრილის, აღმაშენებლის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, თავისუფლების, თამარ მეფის, ჯორბენაძის, კომახიძის, ლესელიძის, ნინოშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 19 თებერვლის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვისთვის კი  დარეკონ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი