ბათუმის დინამოს 6 ახალი მოთამაშე შეემატა - ოფიციალური წარდგენა

11 თებერვალი 2020, 20:13 2542 ნახვა

ბათუმის დინამო, დღეს, 11 თებერვალს მეორე საწვრთნელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა. გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე კი ახალწვეულები წარადგინა.  კ

კონტრაქტები გააფორმეს: მეკარე - უკრაინელი იგორ ლევჩენკო, ნიგერიის ნაკრების ყოფილი მცველი - გოდფრი ობოაბონა, ნახევარმცველები მათე ცინცაძე და ვაგნერ გონსალვეშმა.

ასევე, ბრაზილიელმა შემტევებმა - რეინალდომ და ვინისიუს ჟუნიორმა. შეკრებაზე ბათუმის დინამო 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავს, სამი მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდები არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში