დიდთოვლობის გამო შეფერხებები გზებსა და სააღმზრდელო პროცესში

11 თებერვალი 2020, 11:31 1558 ნახვა

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები აჭარის მაღალმთიანეთში. ქედაში 15 საბავშვო ბაღიდან, აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო, სააღმზრდელო პროცესი 9 საბავშვო ბაღში არ შედგა. შუახევში კი ანალოგიური მიზეზით, სააღმზრდელო პროცესი 5 საბავშვო ბაღში გადაიდო.

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო გზები მოყინულია და გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს. შეზღუდვებით მოძრაობენ სკოლის მიკროავტობუსები.

საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზებისა და შიდა გზების გაწმენდა დაიწყო. თოვლის საფარი ქედისა და შუახევის  მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს.

რაც შეეხება ხულოს, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემების ნაწილი აქაც გადაუჭრელი რჩება, აქაც სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე ბაღში შეწყდა.  რაც შეეხება კურორტ გოდერძს, აქ გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის შესაძლებელია. რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი