საერთაშორისო კინოფესტივალი “ბიაფი” საზაფხულო თეატრში დღეს, საღამოს 7 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. პირველი დღე 11 ბათუმელი რეჟისორის 11-წუთიანი ფილმის “ბათუმური ტალღის” ჩვენებას დაეთმობა. ფესტივალის ძირითადი ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრ “აპოლოში” და ასევე ღია ცისქვეშ, მოკლემეტრაჟიანი ფილმები კი სასტუმრო “დივანში” იქნება წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი რეჟისორების კინო ნამუშევრების ჩვენებები მოეწყობა. ბიაფი ერთი კვირა გაგრძლედება. ბათუმი საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალს წელს მეთერთმეტედ უმასპინძლებს.