2020 წლის იანვარში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, წელს საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაზრდილია.
ინფლაციის შედეგად ფასებმა მოიმატა პურზე, ხილ ბოსტნეულზე და უალკოჰოლო სასმელზე, ჯგუფში ფასები 11.3 პროცენტით გაიზარდა.
ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 11.2%-ით. ტრანსპორტზე გაიზარდა ღირებულება როგორც ექსპლუატაციის ხარჯებზე, ასევე სატრანსპორტო მომსახურებასა თუ მის შესყიდვებზე 3.3 პროცენტით.
ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 4.2%-ით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 3.6%-ით, ხოლო სატრანსპორტო მომსახურებაზე 2.9%.