ინფექციური საავადმყოფოდან  ტყუპები  გუშინ გაწერეს 

02 თებერვალი 2020, 11:56 1396 ნახვა

ჩინეთის მოქალაქე ტყუპმა ბავშვებმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება უკვე დატოვეს და კლინიკიდან გაწერეს. ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვნები 30 იანვარს ტურისტულ ჯგუფთან ერთად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყაზბეგიდან ჩამოიყვანა, ვინაიდან მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

კორონავირუსის პრევენციისა და დიაგნოსტირებისთვის, ისინი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. რენდგენოგრაფიით და კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტებს H1N1ვირუსი ჰქონდათ და კორონავირუსი გამოირიცხა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი