ბათუმელი ყურშა, კუპატა ან ბიმი. არჩევანი თქვენზეა, როგორც გსურთ ისე უწოდეთ ძაღლს, რომელმაც ბავშვების სიყვარულით და მათზე ზრუნვით უამრავი მეგობარი გაიჩინა. ყურშა უყურადღებოდ არც საერთაშორისო მედიას დარჩენია.
ერთ-ერთ ეზოს შეფარებული ძაღლი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ბაღის აღსაზრდელების გზაზე უსაფრთხოდ გადასაყვანად მოძრაობა გააჩერა და პატარები ტროტუარამდე მიაცილა. ვიდეომ ინტერნეტსივრცე მალევე დაიპყრო.