ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფელი ბეღლეთი - რა ვითარებაა მაღალმთიან აჭარაში

25 იანვარი 2020, 10:54 1989 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით თემებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, დაწყებულია შიდა საუბნო გზების მოწესრიგება.

დიდთოვლობას მუნიციპალიტეტში ზვავი და მეწყრული პროცესები არ გამოუწვევია.

სოფლებში შიდა საუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტი აგრძელებს შუახევშიც. რაც შეეხება ელექტროენერგიას დენი ამ დრომდე არ მიეწოდება ხულოს მხოლოდ ერთ სოფელ ბეღლეთს. მუნიციპალიტეტებში მუშაობს საგანგებო შტაბები.

ხულოში დღეს აღარ თოვს.

 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი