10 რჩევა, როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან

24 იანვარი 2020, 14:20 4845 ნახვა

გრიპი გადამდები დაავადებაა, ის ადამიანს გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით, მისგან თავდასაცავად გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. აუცილებლად გაიკეთეთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

2. ექიმის რეკომენდაციით მიიღეთ ანტივირუსული პრეპარატები.

3. ნაკლები კონტაქტი იქონიეღ გრიპის მქონე ადამიანებთან, ავადმყოფობის დროს კი, აუცილებლად სახლში დარჩით. 

4. ხშირად დააალაგეთ გარემო სველი წესით,  სადაც არის დაავადებული.

5. ხველების და ცემინების დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ გადააგდეთ. 

6. მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე. ხილი და ბოსტნეული.

7. გაიკეთეთ პირბადე, ეცადეთ ხშირად შეცვალოთ, რადგან მათი გამოყენების ვადა 1-2 საათია.

8. გახსოვდეთ: თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ. თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და ერიდებით ინფექციებს.

9. აუცილებლად რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ საპნით ხელები.

10. მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი