ისეთ ადგილებში გიწევს გავლა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი რომ ჰქვია - ასე წერს ფეისბუქში ჟურნალისტი ნაზიბროლა რეხვიაშვილი ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩის მდგომარეობის შესახებ. მოქალაქე ამბობს, რომ იქ ასფალტი ისეთია, სჯობს, სულაც არ იყოს, ქუჩის ორივე მხარეს მიყრილია დამტვრეული მანქანები და ნაგავი. ამასთან მოუწესრიგებელია ავტობუსის გაჩერებები.
ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ჩიხების კეთილმოწყობა წელს დაიწყება და წელსვე დასრულდება. რაც შეეხება თავად ქუჩას, საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოში ზუსტ პასუხს ვერ გვცემენ. ირწმუნებიან, რომ რეაბილიტაციის პროექტი შესყიდული აქვთ და ქუჩის კეთილმოწყობა 6 მილიონამდე ლარი დაჯდება.