ჩვენ მზად ვართ ამ ერთი ხის გადასარჩენად მივმართოთ ნებისმიერ კანონიერ ზომას - მოქალაქის წერილი

22 იანვარი 2020, 13:03 2186 ნახვა

მოქალაქეები ერთი ხის გადასარჩენად იბრძვიან.  სოციალურ ქსელში ლელა კოტრიკაძე წერს, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსის ეზოსთან ევკალიპტის ხის მოჭრა სურთ. 

ეს მრავალწლიანი ევკალიპტის ხე დგას ბათუმში, ფ.ხალვაშის გამზირი N20-ში.  მოგეხსენებათ ევკალიპტის ხე გამოირჩევა განსაკუთრებული თვისებებით, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მობინადრეებისთვის.
ამ ხის მოჭრას გეგმავს კომპანია "გორგიას" შვილობილი სამშენებლო კომპანია "ანთა დეველოპმენტი", მიზეზი ხის მოჭრის არის შემდგომი:
ეწყობა ეზოს მოპირკეთება და ფეხით სავალი ტერიტორია გამონაწილდა ამ ხის გასწვრივ, რის გამოც ვერ მოხერხდება ავტომობილების შემოსვლა საცხოვრებელ კორპუსთან. არადა სრულიად შესაძლებელია მოიხსნას ფეხით სავალი ნაწილი და გადაიწიოს შიდა მხარეს ან საერთოდ გაუქმდეს.
კომპანიამ დააწერინა განცხადება ფიზიკურ პირს ხის დაბელვის თაობაზე, რათა შემდეგ მოიჭრას უნებართვოდ და არის საჯარიმო სანქცია 1500 ლარი, რასაც რა თქმა უნდა გადაიხდის კომპანია და ამით დასრულდება ყველაფერი.

მობინადრეებმა გამწვანების სამსახურიდან მოსულ წარმომადგენლებს, რომლებსაც დავალებული ქონდათ დაებელათ ეს ხე, უარი განვუცხადეთ ნებისმიერი სახის შეხებაზე ხესთან. ეს ფიზიკური პირი კი, ვინც მიმართა განცხადებით ხის დაბელვის თაობაზე ცხოვრობს ამ ხიდან 30-40 მეტრის დაშორებით, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი უფლება არ აქვს ამ ხის მოჭრა მოითხოვოს.  ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს ხელს არ უშლის კონკრეტულ ფიზიკურ პირს და ეს არის კომპანია "ანთა დეველოპმენტის" სურვილი. 
ვითხოვთ მოიქცნენ გონივრულად და გააკეთონ ისე, როგორც არის სწორი და ითხოვს ამ კორპუსის მაცხოვრებლები. ძალიან გთხოვთ მონიშნოთ შესაბამისი სამსახურები რათა არ დარჩეს ეს ფაქტი უყურადღებოდ.
ჩვენ მზად ვართ ამ ხის გადასარჩენად მივმართოთ ნებისმიერ კანონიერ ზომას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი