საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხვდება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი, მამუკა ანდღულაძე. მედია პროგრამების მენეჯერი ჟურნალისტების ნაწილს უკვე შეხვდა.
ჟურნალისტებს კითხვები გვაქვს, დირექტორის მიერ წარმოდგენილი მაუწყებლის დებულების განხილვის პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც დებულების დამტკიცების შემთხვევაში, ტელევიზიაში რეორგანიზაციაზე დაიწყო საუბარი. დებულება სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მის მხარდასაჭერად მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის თანხმობაა საჭირო.