სურამში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

18 იანვარი 2020, 13:45 1424 ნახვა

სურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლე მოკლა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს რამდენიმე ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 109-მუხლის მეორე „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.

მამაკაცი ჯერ არ დაუკავებიათ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი