უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობას აგორებული სკანდალის ფონზე ტოვებს

17 იანვარი 2020, 14:43 1710 ნახვა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი თანამდებობას აგორებული სკანდალის ფონზე ტოვებს.  მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მან უკვე გადასცა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.  

15 იანვარს იუთუბ-არხზე ორი აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა სახელწოდებით - როგორ მოვატყუოთ პრეზიდენტი?  აუდიოჩანაწერები  2019 წლის 16 დეკემბერს გონჩარუკის  ზელენსკისთან შეხვედრის წინაა ჩაწერილი.  

არაოფიციალურ  შეხვედრას გონჩარუკთან ერთად ასევე ესწრებოდნენ  უკრაინის  ფინანსთა მინისტრი,  ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.  

აუდიოჩანაწერში პრემიერი მათ დახმარების თხოვნით მიმართავს, რათა  პრეზიდენტი გაარკვიონ  ეკონომიკურ პროცესებში. გონჩარუკი აღიარებს, რომ  თავადაც კარგად ვერ ერკვევა  ეკონომიკაში,ხოლო ზელენსკის ეკონომიკური პროცესების შესახებ ძალიან პრიმიტიული გაგება აქვს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში