ქობულეთში სოკარის ოფისში დაცვა დააბეს - გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

16 იანვარი 2020, 10:10 5028 ნახვა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ოფისში მძარცველები გამთენიისას შევიდნენ და ჩასარიცხი აპარატის გატეხვა სცადეს.  ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დაცვის თანამშრომელი დააბეს.

როგორც კომპანიაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით უცნობია მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. 

''შემთხვევა დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა, ქობულეთის სერვის ცენტრში ტავდამსხმელი შევიდა. სავარაუდოდ უნდოდათ გადახდის აპარატის გახსნა. გაკოჭეს დაცვის ერთი თანამშრომელი და აპარატის გატეხვა სცადეს. ძალოვანი უწყებები ბრძანდებოდნენ და მიმდინარეობს გამოძიება. ჯერ-ჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ გვაქს. დაცვის თანამშრომელს დაზიანებები არ ჰქონია, როგორ თავად თქვა ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ის პოლიციაშია გამოკითხვაზეა. რითი შეკოჭეს არ ვიცი ან თოკით, ან სკოჩით. მე რომ დამირეკეს პოლიცია უკვე ადგილზე იყო'' - აცხადებს ვახტანგ ბერიშვილი, ''სოკარ ჯორჯია გაზის'' აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში