სააღმზრდელო პროცესი ხელვაჩაურისა და ქობულეთის ბაღებში არ განახლებულა. სწავლის დაწყებას ორივე მუნიციპალიტეტში 20 იანვრისთვის აპირებენ.
ბარების გაერთიანებაში პროცესის გადადების ერთადერთ მიზეზად სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვას ასახელებენ. პარასკევს უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც აღსაზრდელების ტრანსპორტით გადაადგილებას უზრუნველყოფს. უწყებაში თქვეს, რომ სწავლის 20 იანვარს განახლებას, სეზონურ ვირუსებთან კავშირი არ აქვს. გადაწყვეტილება კი, მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებულია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებას არც ხორც- პროდუქტების და არც რძისპორდუქტების შესყიდვა დასრულებული არ აქვს. გაერთიანებაში კი ირწმუნებიან რომ დღის წესრიგში კვების პრობლემა არ დგას და ამ მიზეზით სააღმზრდელო პროცესი არ გადადებულა. იმ შემთხვევაში თუ სწავლა 15 იანვარს დაიწყებოდა, მენიუში სხვა პროდუქტებს შეიტანდნენ ან გამარტივებული შესყიდვით ისარგებლებდნენ.
ხელვაჩაურში 18 ბაღია და როგოც გაერთიანებაში ამბობენ, მშობლები თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან.
ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს, სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის დროს მიიღეს. მსგავსი პრაქტიკით მუსაობდნენ გასულ წლებშიც.
პროცესი განახლდა ბათუმის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელები დღეს მხოლოდ ერთ, 31 საჯარო ბაღში ვერ მიიღეს. ადმინისტრაციაში მიზეზად კომპანიის მიერ გათბობის სისტემის მონტაჟის დაუსრულებლობას ასახელებენ.
დღეს ბაღებში ბავშვების მხოლოდ 50% გამოცხადდა.