საქართველოს პრეზიდენტს გურიაში ოპოზიციის წევრები პროტესტით, ლობიოთი და პრასით დახვდნენ. ამბობენ, რომ პრეზიდენტთან ამ ფორმით გურიაში არსებულ სიღარიბეზე სურთ საუბარი. ამასთან აპროტესტებენ იმას რომ კალანდა, მათი თქმით პრეზიდენტის მოთხოვნით 6 საათით ადრე დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს იმყოფებოდა და „კალანდა 2020“-ს დაესწრო. ზურაბიშვილი გურიაში სამი დღის განმავლობაში აპირებს დარჩენას და გეგმავს შეხვედრებს.