ქართველი და უკრაინელი მოჭიდავეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?

12 იანვარი 2020, 14:59 1851 ნახვა

დაპირისპირება - ქართველ და უკრაინელ მოჭიდავეებს შორის. სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ ერბოწონაშვილს ფინალში გასვლის შანსი ჰქონდა, უკრაინის წარმომადგენელ ზაკარიევს 8:5-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ ქართველ ფალავანს სახეში ხელი გაარტყა, მანაც უპასუხა და ამის შემდეგ ჩხუბი ატყდა.

ხალიჩაზე უკრაინელთა მწვრთნელი გამოჩნდა, რომელმაც ზურაბს ძლიერად დაარტყა – ამას მხარეებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. საბოლოოდ, ორგანიზატორებმა ორივე მოჭიდავე ტურნირიდან მოხსნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში