საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველის გუნდმა ითამაშა. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „აინტრახტი“ სტუმრად 5:1 დაამარცხა. 26-ე წუთზე ანგარიში გერმანელებმა გახსნეს, თუმცა საპასუხოდ ხუთი გოლი მიიღეს. „აინტრახტის“ კარი კონატემ, სობოსლაიმ, გაკპომ, ვან დაიკმა და ეკიტიკემ აიღეს.
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „მარსელი“ 2:1 დაამარცხა. მამარდაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია.
სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ატალანტა - სლავია 0:0; ბაიერნი - ბრიუგე 4:0; მონაკო - ტოტენჰემი 0:0; რეალი - იუვენტუსი 1:0; ჩელსი - აიაქსი 5:1; ატლეტიკი - ყარაბაღი 3:1; გალათასარაი - ბოდო გლიმტი 3:1.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე