ირანის შურისძიების აქტი - მსოფლიო ვაშინგტონის გადაწყვეტილების მოლოდინში

08 იანვარი 2020, 18:04 1532 ნახვა

ჩვენ ამერიკას სილა გავაწანით- ასე ეხმაურება ირანის სულიერი ლიდერი, ერაყში აშშ-ს ორ სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, რომელსაც ირანული წყაროების მონაცემებით 100-მდე სამხედრო ემსხვერპლა, თუმცა ამერიკელი და ბრიტანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა.   „სიენენის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეროვნული უსაფრთხოების გუნდი   თეთრ სახლში მივიდა. არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში იმყოფებიან: ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი   და ვიცე-პრეზიდენტი.სახელმწიფო მდივანმა კი აშშ-ს წარმომადგენლებს, ირანის ოპოზიციასთან ამ ეტაპზე კონტაქტირება აუკრძალა.   სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, მსოფლიო ლიდერები ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალიციას ცდილობენ. ევროკავშირი მხარეებს შუამავლის როლს სთავაზობს რუსეთის პრეზიდენტი კი სიარიასა და თურქეთში თავის კოლეგებს, შეხვდა რეგიონში შექმნილ კრიზისზა და მისი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში