არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს გეგმავს. ბრძანება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გამოსცა დღეს განსჯის საგანი გახდა. ზოგი გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებას იწონებს, ოპოზიციური პარტიების უმეტესობა კი მინისტრს თათბირების ნაცვლად, მოქმედებისკენ მოუწოდებს.