პიროტექნიკით 8 ბავშვი დაშავდა, ერთს თითების ამპუტაცია დასჭირდა - იაშვილის კლინიკა

01 იანვარი 2020, 16:37 2129 ნახვა

ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. ერთი მოზარდი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ხოლო შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობს.

ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ,  ერთ მცირეწლოვანს თითების ამპუტაცია დასჭირდა. 

რაც შეეხება ბათუმს, სასწრაფო დახმარების ცენტრში პიროტექნიკით დაშავების ფაქტზე მხოლოდ ერთი გამოძახება იყო. მედიკოსების დახმარება ახალგაზრდა ქალს დასჭირდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაშავებულს მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი