ქედაში, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი ჩატარდა. დააჯილდოვებენ წარმატებულ ქედელებს. ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობას მოწვეული ბენდები მიიღებენ.
ხულოს მერიამ კი სოციალური ღონისძიებების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნუგბარისა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების დარიგება დაიწყო. საახალწლო ნობათს, მრავალშვილიანი და 90 წელს გადაცილებული მოქალაქეები მიიღებენ.
შუახევში კი სანტა კლაუსების შოუ, სამეჯლისო ცეკვები და საახალწლო გათამაშებებია დაგეგმილი. საახალწლო ღონისძიებებისთვის ქედის მუნიციპალიტეტი 10 ათას ლარს, ხულო 50 ათას ლარს , ხოლო შუახევი- 30 ათას ლარს ხარჯავს.