ხურმის რეალიზაციის პრობლემა და ხეზე დატოვებული მოსავალი ქედაში - სოფელ კორომხეთში ფერმერებმა მოსავალი არ აიღეს, ან ხურმის გადარჩენის მიზნით ჩირი და არაყი დაამზადეს.
ადგილობრივები ამბობენ ხურმის ხეზე დატოვების მიზეზი ქედაში ლოჯისტიკური ცენტრის დაგვიანებით ამუშავება გახდა, სადაც ხილი უნდა ჩაებარებინათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ხურმის სეზონმა წარმატებით ჩაიარა, მოსავალიც კარგი იყო და უკრაინის ბაზარზეც გაიყიდა.