საპროტესტო აქცია მახალაკიძეებში

20 აპრილი 2016, 00:00 4562 ნახვა

საპროტესტო აქცია შუახევში. სოფელ მახალაკიძეებში კომპანია ,,აჭარისწყალიჯორჯიას" წინააღმდეგ აქციაა მიმდინარეობს, რის გამოც შეჩერებულია გვირაბის მშენებლობა. ადგილობრივების თქმით, სოფელში გვირაბის მშენებლობამ მნიშველოვანი პრობლემები შექმნა, დაიბზარა სახლები, და დაშრა სასმელი წყალი. აქციის მონაწილეებს შუახევის გამგებელი შეხვდა. ტარიელ ებრალიძის თქმით, ორშაბათიდან გეოლოგების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივთა ჩართულობით, თითოეული ოჯახის ინდივიდუალური შესწავლა მოხდება. 

ამავე კატეგორიაში